📦 50azn-dən yuxarı sifarişlərə çatdırılma pulsuzdur

როგორ შევარჩით კემპის აპარატი?

ავტომობილებისთვის

February 21, 2024 3 წუთის საკითხავი

კემპის აპარატი

ონლაინ მაღაზია BIG MART გთავაზობთ მაღალი ხარისხის კემპის და შედუღების (სვარკის) კომბინირებულ აპარატს Edon-ისგან. ექსკლუზიური შეთავაზების ფარგლებში, Edon Mig255-ის კემპის აპარატზე ვრცელდება ფასდაკლება და საჩუქრად მოყვება შესადუღებელი მავთული.  ამასთანავე, ჩვენთან კემპის აპარატის შეძენის შემთხვევაში, შესადუღებელ მავთულებზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 50%-იანი ფასდაკლებით. Edon-ის აღნიშნული პროდუქტი მოწინავე ინვერტორული ტექნოლოგიაა, კომპაქტური დიზაინით, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქით და დენის დაზოგვით. ამ აპარატს აქვს ციფრული ჩვენება და ოპტიმიზირებულია ისე, რომ ავტომატური გადახურებისგან და ძაბვისგან სრულად დაცულია. 

Mig 255-ის კემპის აპარატის ტექნიკური მახასიათებლები : 

  • მძლავრი ჰაერის გაგრილების სისტემა
  • მუშაობს 220/ +-20% ვოლტზე
  • 50/60 ჰერცი სიხშირე
  • ძაბვა 20-260 ამპერი

Mig 255-ით სამუშაოს შესრულება შესაძლებელია როგორც სქელ, ასევე თხელ მასალაზე და იდეალურია როგორც მცირე ისე მასშტაბური პროექტებისთვის. ეს დანადგარი კომპლექტში შეგიძლიათ შეიძინოთ შესადუღებელ მავთულთან და ელექტროდის დამჭერ კაბელთან ერთად, რომელსაც დამატებით მოყვება ერთი ცალი დამიწების კაბელი, ერთი დამცავი ფარი და სპეციალური რკინის ჩოთქი. ამავე ტიპის აპარატებისგან განსხვვაებით, Edon-ის აპარატი მუშაობს მაღალი სიზუსტით და გამოყენებისას, ის არ ტოვებს სუსტ ან ღია წერტილებს, არამედ სრულად ადუღებს თქვენთვის სასურველ მატერიალებს. ამასთანავე, აღნიშნული აპარატი, ჰაერის გაგრილების მძლავრი, ავტომატური სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას, ინტენსიური სამუშაოების პირობებშიც კი, რაც დამატებით იმის გარანტიაა, რომ შეძლებთ უწყვეტად, სირთულეების გარეშე მუშაობის გაგრძელებას. აღსანიშნავია, რომ ეს ხელსაწყო, სხვა შემადუღებლებისგან განსხვავებით, თავისი სიმძლავრის მიუხედავად, საკმაოდ მსუბუქია და მხოლოდ 6 კილოგრამს იწონის, ხოლო მისი კომპაქტური და მოსახერხებელი დიზაინი, შედუღების აპარატის მარტივ გადაადგილებას უზრუნველყოფს.  ამასთანავე, სხვა მსგავსი, ძველი მოდელებისგან განსხვავებით ის მთლიანად ელექტრო-ენერგიაზე მუშაობს და ამ მხრივ, უსაფრთხოა გარემოსთვის. 

Edon-ის კემპის აპარატით შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერ მეტალზე მუშაობა: მარტივად ადუღებს რკინას, უჟანგავ მეტალებს, თუჯს და ალუმინს. ამასთანავე, Mig 255 აპარატი, მაღალ სიზუსტიანი მოქმედების ტექნოლოგიის დახმარებით, პრაქტიკულად არ ტოვებს კვალს თქვენთვის სასურველ ზედაპირებზე და უზრუნველყოფს თითქმის უხილავ შედუღებას, მოწყობილობის სწორედ გამოყენების შემთხვევაში.

Edon-ის კემპის აპარატის უპირატესობები

უნდა ითქვას, რომ ბაზარზე ბევრნაირი შედუღების აპარატი არსებობს, რომელთა გამოყენებაც ხშირად საკმაოდ არაინტუიციურია, თუმცა Edon-ის პროდუქტი გამოყენებას, ინტუიციური და ერგონომიული დიზაინის მეშვეობით მნიშვნელოვნად ამარტივებს. აქვე, ღირს განვიხილოთ თუ როგორ მუშაობს კემპის აპარატი, აღნიშნული პროდუქტის მაგალითზე. 

Edon-ის MIG 255 იყენებს “ელექტრული თაღის” ტექნოლოგიას, რომელიც ალღობს მეტალს  flux მავთულის გამოყენებით, რომელიც აპარატზე დამაგრებული ელექტროდების მეშვეობით, წარმოქმნის მაღალ ძაბვას და წარმოქმნის სითბოს, რომელიც სბოლოო ჯამში განაპირობებს მეტალის ლღობას და ამ მხრივ, “თაღიდან” გახურებული მეტალი ორი მეტალის უხილავ შერწყმას უზრუნველყოფს. ამასთანავე flux, ანუ ფლუსის მქონე მავთულის უპირატესობ ისაა, რომ მისი გალღობა უფრო მარტივი და მეტად ზუსტია მაგალითად GMAW ტექნოლოგიასთან შედარებით, ამიტომ აღნიშნული ტექნოლოგია მაღალი სიზუსტის საშუალებას იძლევა და სწორედ ამიტომ, Edon-ის ეს შედუღების აპარატი გამოიყენება მშენებლობებზე, მეტალის წარმოებაში, მძიმე ხელსაწყოების შეკეთებაში და სპეციალური გაყვანილობებისთვისაც კი. ამასთანავე Mig 255 პორტატიულია, რაც მის გადაადგილებას ამარტივებს ისე, რომ უარყოფითად არ აისახება მის მოქმედებაზე. 

ყველა რჩევა კემპის აპარატის ყიდვისას

შემადუღებელ აპარატებს, განსაკუთრებით კი გაზზე მომუშავე აპარატებს, ხშირად ექმნებათ პრობლემები, რომელთა არიდებასაც აღნიშნული აპარატი მეტწილად მარტივად უმკვლავდება. მაგალითისთვის, გაზის მიწოდებაში დარღვევამ შესაძლოა დააზიანოს აპარატი ისე, რომ მისი ხელახალი გამოყენება შეუძლებელი გახდეს. ეს პრობელმა კი Edon-ის Mig 255-ში მარტივად არის თავიდან აცილებული, რადგან ის ელექტრო-ენერგიაზე მუშაობს. კიდევ ერთი ხშირი პრობლემაა უშუალოდ ელექტროდის ან მავთულის “დაბინძურება”, რომელიც იმ შემთხვევაშია წარმოსაჩენი, თუ დაუტესტავ ან არა-საფირმო მავთულია გამოყენებული. არასწორი ზომის და შემადგენლობის მავთულის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაჟანგვა და გაართულოს შედუღება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებულ იქნას მხოლოდ სანდო, სწორი ზომის მავთული, რომელიც აპარატისთვის შეგიძლიათ ჩვენთან შეიძინოთ. Edon-ის Mig 255-სთვის განკუთვნილი მავთულები წინასწარ არის შემოწმებული, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს სამუშაო პროცესს და დანადგარის გამართული მოქმედების გარანტიას იძლევა. აღნიშნულ შედუღების აპარატზე განთავსებული LED ეკრანი კი საშუალებას გაძლევთ მარტივად დაარეგულიროთ შედუღების ინტენსივობა ვოლტაჟის და ძაბვის კონტროლით.

კემპის აპარატის შიდა გაგრილების სისტემა უზრუნველყოფს მის გამოყენებას ნებისმიერ კლიმატში და იმის გამო, რომ Mig 255 ელექტრო-ენერგიაზე მუშაობს, მისი გამოყენება შესაძლებელია სიცივეში, დახურულ და ღია სივრცეებში. მოკლედ რომ ითქვას, მთავარია გქონდეთ სანდო დენის წყარო და დანარჩენი საკმაოდ მარტივია. 

Კემპის აპარატის Big Mart-ზე შეძენის უპირატესობები

აღსანიშნავია, რომ ბაზარზე გასვლამდე, Edon-ის კემპის აპარატი გადის ინტენსიურ ტესტირებებს, როგორ ლაბორატორიულად, ისევე ყველაზე არახელსაყრელ ტემპერატურებში და გარემოში, რაც უზრუნველყოფს მის შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობას.  შედუღების აპარატის ჩვენთან შეძენის შემთხვევაში, დამატებით მოქმედებს 3 წლიანი შეცვლითი გარანტია და პოტენციურად, დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც აფერხებს, ართულებს ან შეუძლებელს ხდის აპარატის გამოყენებას, BIG MART აუცილებლად გამოგიცვლით პროდუქტს. ონლაინ მაღაზია BIG MART-ზე განთავსებულია ისეთი პროდუქცია, რომელსაც გავლილი აქვს აუცილებელი ხარისხის კონტროლი და ამ მხრივ, ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ სანდო, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე დანადგარებს და ხელსაწყოებს (მაგალითად: სამშენებლო მიქსერს, ტექნიკური ფენსშესადუღებელ უთოს და სხვა). რაც საშუალებას გაძლევთ მცირე და დიდი ზომის სამუშაოები აწარმოოთ დამატებითი შეფერხებების გარეშე.