დაბრუნება და გაცვლა

უკან დასაბრუნებელი პროდუქტის მდგომარეობა:

 

  • ნივთს უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული პირვანდელი სახე და უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც განხორციელდა მისი შეძენა (ლუქით, სპეციალური დამცავი შრეებით და ა.შ.);
  • ნივთის გარეგნული სახე არ უნდა იყოს შეცვლილი/დაზიანებული;
  • ნივთის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი, მათ შორის ყუთიც და დოკუმენტი (თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ.).

სერვისცენტრში მიტანისას კომპანიის უფლებამოსილი პირი განახორციელებს ნივთის ვიზუალურ დათვალიერებას, იმ შემთხვევაში თუ მოხდება ზემოხსენებულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობა, კომპანიას უფლება აქვს უარი უთხრას მომხმარებელს ნივთის დაბრუნებაზე;

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

 

ნივთის დაბრუნების მნიშვნელოვანი პირობაა რომ მას ჰქონდეს პირველადი სასაქონლო სახე, აგრეთვე შენარჩუნებული ჰქონდეს სამომხმარებლო თვისებები და ახლდეს ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი და მათ შორის ყუთიც.

  • ვალდებულია წარმოადგინოს  და გამოაგზავნოს შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მის  გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ შემდეგ მისამართზე info@bigmart.ge შემდეგი ინფორმაცია :
    • მოვაჭრის სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი
    • შეკვეთის თარიღი
    • შეკვეთის მიღების თარიღი
    • მომხმარებლის სახელი
    • მომხმარებლის მისამართი
    • ფორმის შევსების თარიღი

თანხა ანაზღაურდება ნივთის დაბრუნების დღეს